“შეიარაღებულ ძალებში გვქონდა ვითარება გადმობრუნებული პირამიდის მსგავსი.”

დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ოპტიმიზაცია იყო საჭირო. მისი თქმით, ჯარი არის ისეთი ორგანიზაცია, სადაც პოლკოვნიკების რაოდენობა არ შეიძლება აჭარბებდეს კაპიტნების რაოდენობას.

“შეიარაღებულ ძალებში გვქონდა ვითარება გადმობრუნებული პირამიდის მსგავსი. ყველამ კარგად იცის, რომ ჯარი არის ისეთი ორგანიზაცია, სადაც პოლკოვნიკების რაოდენობა არ შეიძლება აჭარბებდეს კაპიტნების რაოდენობას.
ბევრია რიგითი, მერე სერჟანტი, შემდეგ სხვა და გენერალია ცოტა.
ჯარში გვქონდა ვითარება, როცა ეს შედარებები იყო წარმოუდგენელი. რამ გამოიწვია და საიდან მოვიდა, ეს ცალკე თემებია. არც სახელმწიფო საიდუმლოებაა, ყველასთვის ცნობილია და მეც ვიცი, რომ საჭირო იყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა” – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს თავდაცვის სამინისტრისთან უწყებიდან გათავისუფლებულმა მოსამსახურეებმა აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა ვეტერანებმა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადადგომა მოითხოვეს.

 

კომენტარის დატოვება