აღარ თუ ღირს? ანუ გუშინ და დღეს…(ვიდეო)

საზოგადოებას კარგად ახსოვს „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის, ზურაბ აბაშიძის ცნობილი ფრაზა – „აღარ ღირს მაგათთან ყოფნა!“  მან ეს განცხადება  „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ გააკეთა. უფრო კარგად რომ გავიხსენოთ, მისი განცხადება ასეთი იყო:

-„იმ ცილისწამებების და ბრალდებების ფონზე, რომელიც პრემიერმა პროკურატურასთან ერთად განახორციელა, აღარ ვართ კოალიციაში. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი აღმოჩნდა მხარე ამ პროცესებში. ჩვენთვის სამწუხაროა ის პროცესები, რაც მან ბოლო პერიოდში განახორციელა. ჩვენი თანამშრომლობა ამ კუთხით დასრულებულია მთლიანად, თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ პარტიულ ცხოვრებას“ – განაცხადა აბაშიძემ.

ეს იყო მაშინ… აბაშიძემ სიტყვა შეასრულა და პოლიტიკური ცხოვრება განაგრძო, თუმცა იმათთან ერთად „ვისთან ყოფნაც აღარ ღირდა“. დღეს აბაშიძე ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა. პრეზიდენტმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.

https://www.youtube.com/watch?v=_N_y_4aDlfw

კომენტარის დატოვება