გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ-31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ძლიერი ყინვა: დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს.სუბტოპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს.

სააგენტოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდა: დასავლეთ საქართველოში: ბათუმი -3, ფოთი -4, ქობულეთი -6, ქუთაისი -9, ზუგდიდი -10, მარტვილი -12, შოვი -17, მესტია -23 გრადუსი ყინვა. აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისი -5, ბოლნისი -6, სიღნაღი -7, დედოფლისწყარო -8, გორი -11, აგარა -13, ახალციხე -15, გუდაური -18, ბაკურიანი -20, ჯვრის უღელტეხილი -22 გრადუსი ყინვა.

კომენტარის დატოვება