„აგრესიული მძღოლები მომრავლდნენ! კანონის გამკაცრება და მისი აღსრულება აუცილებელია!“

გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა, დღე არ გავა საგზაო შემთხვევის გამო გარდაცვლილი ადამიანის შესახებ არ გავიგოთ. ასე თუ გაგრძელდა, კატასტროფა გარდაუვალია.

რაშია გამოსავალი და რა პირველი აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი?

ამ თემაზე სასაუბროდ  „საქართველოს ალიანსი უსაფრთო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეს, ეკა ლალიაშვილს დავუკავშირდით.

– ახლა, როცა უკვე თვლა არ აქვს ავტოსაგზაო შემთხვევებს, არის მსხვერპლი. ხომ არ ფიქრობთ რომ უნდა გამკაცრდეს მართვის  მოწმობის აღება? ეკა, ყველას ახსოვს თქვენი აქტივობები საზგაო წესებზე და ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად, მაგრამ  მიუხედავად თქვენი აქციებისა, პროტესტისა, ე.წ. ზებრაზე მაინც ქაოსია და ტროტუარებზე ფეხით მოსიარულე მაინც ვერ დადის. კიდევ ხომ არ გეგმავთ მსგავს აქციებს ფეხით მოსიარულეთა მხარდასაჭერად?

-ძალიან საინტერესო შეკითხვებია და სწორი აქცენტებით. ყველაზე მთავარი,რაც გამოასწორებს არსებულ ქაოტურ  ვითარებას მოკლე ვადებში კანონის გამკაცრება და მისი აღსრულება იქნება. ახალი კამერების ამოქმედება და მძღოლებისთვის ქულათა სისტემის ამუშავება და უკონტაქტო პატრულირების შემოღება.

ახალ კანონპროექტში განხილულია ყველა ეს საკითხი, ქვეითების მხრივ არის მეტი სამუშაო გასაწევი, კანონი როცა შევა ძალაში, მძღოლები ქულების ჩამოკლების შიშით დაიწყებენ დათმობას, რადგან მართვის მოწმობა ჩამოერთმევათ წლის განმავლობაში თუ დაუნულდათ ქულა.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ბოლო პერიოდში, რათა პარლამენტმა დაიწყოს განხილვა თებერვალში და უმოკლეს ვადაში შევიდეს ძალაში ეს პროექტი.

რაც შეეხება აქციებს, თავისი წილი პროგრესი ამასაც აქვს, ბოლო დროს ხედავთ ალბათ სოც ქსელებში თუნდაც , პირდაპირ ეთერში ასევე რეკავენ და კანონის გამკაცრებას მოითხოვენ, ეს წლების მანძლზე დაგროვილი ინფორმაციაც არის და არსებული გაზრდილი შემთვევებიც. ხალხი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ შეიძლება ავარიების თავიდან აცილება და უკვე ხმამაღლა მოითხოვს სიმკაცრეს! აქამდე ასე არ იყო!

საზოგადოება მომწიფდა და გაიზარდა ახალი ცვლილებებისთვის! აგრესიული მძღოლები მომრავლდნენ და ვეღარ ვაღწევთ თავს ამდენ საგზაო შემთხვევას. ხალხიც ალაპარაკდა და გააქტიურდა. ბოლოდროინდელმა ახალგაზრდების გახმაურებულმა გარდაცვალების ფაქტებმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა. კანონი უნდა გამკაცრდეს და მძღოლებს რაღაცის შიში უნდა ჰქონდეთ!

 

 

კომენტარის დატოვება