2 თებერვალი – ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში 2017 წლის 2 თებერვალს, 11:00 საათზე,  ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიებაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრასადა სემინარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებთან. გარდა ამისა, გაიმართება მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა, ესეების წარდგენა და ღონისძიებაში მონაწილეებისთვის სერთიფიკატების გადაცემა.

1971 წელს ირანის ერთ-ერთ ქალაქში, რამსარში „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“ კონვენცია მიიღეს. 1997 წლის 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.

საქართველოში საერთშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები არის ცენტრალური კოლხეთის ჭაობები და ისპანის ჭაობი.

კომენტარის დატოვება