თოვლის საფარმა მუხურის მთაზე 4 მეტრს გადააჭარბა

იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მიაღწია.

იმერეთის რეგიონის სოფლებში გზების გაწმენდა ეტაპობრივად მიმდინარეობს, -ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია ტყიბულში მუხურას მიმართულებით გზის გაწმენდის პროცესს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გაეცნო. ტყიბულიდან სოფელ მუხურის მიმართულებით საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ დაიწყო და დღეს განახლდა. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად 11 კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დღის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

შესაბამისად, მოსახლეობას ტყიბულის მიმართულებით გადაადგილება შეეძლება. აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე კი სოფელ მუხურის მკვიდრები თერჯოლის რაიონიდან შემოვლითი გზით სარგებლობდნენ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში თოვლის საფარი 2 მეტრამდეა, ხოლო მუხურის მთაზე 4 მეტრს გადააჭარბა.

კომენტარის დატოვება