ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი…

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

რას ნიშნავს ვიზალიბერალიზაცია?

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლებათ მიმოსვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე (3 თვე – ყოველი 6 თვის განმავლობაში).

ვინც დაარღვევს ამ წესს და მოინდომებს მუშაობას, ან დარჩენას საცხოვრებლად, გამოაძევებენ საქართველოში და აუკრძალავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლას.

ვიზალიბერალიზაციამდე, თუ ვიზის მიღების (საკონსულო) შემთხვევაში ძირითადად უპრობლემოდ შეგეძლოთ შესვლა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ახლა არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ უვიზოდ ჩაფრენისას აეროპორტის საბაჟოზე, მებაჟემ მოგთხოვოთ სხვადასხვა დოკუმენტაცია (მაგ: ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, საბანკო ანგარიში…) და თუ ვერ დააკმაყოფილებთ მოთხოვნებს, უარი გითხრან ქვეყანაში შესვლაზე და უკან გამოგაბრუნონ.

რას ნიშნავს შეჩერების მექანიზმი?

ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე მასიურად ჩაიდენენ დანაშაულს, შეეცდებიან არალეგალურად ხანგრძლივად დარჩენას, ან დაარღვევენ რაიმე სხვა პირობებს, საქართველოს როგორც ქვეყანას შეუჩერდება ვიზალიბერალიზაცია.

P. S. უ ვინმემ ამ სტატუსიდან ისეთი დასკვნა გამოიტანა, რომ მე ვიზალიბერალიზაციის მიღება მეწყინა, ეს ასე არ არის! მაგრამ რომ ვიძახოთ: “ამას ველოდი, მოვესწარ, ვიცინი აღარ ვსტირი მე–ო” ასეც არაა საქმე…

კომენტარის დატოვება