საზოგადოებრივ მაუწყებელზე გატარებული უნდა იყოს საზოგადოების ინტერესი

პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, გიორგი მარგველაშვილი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მოსახლეობის ინტერესიც უნდა გაითვალისწინონ.

გადაცემების მოსალოდენლი დახურვისა და მასობრივი გათავისფლებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ფიქრია ჩიხრაძემ რუსთავი 2-ის ეთერში აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებრივ მაუწყებელში არ იქნება გამჭვირვალე პროცესები, სხვაგან გამჭვირვალეობაზე საუბარი აზრს კარგავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია და, მე ვფიქრობ, ეს ყველას, როგორც პრეზიდენტის ისე საქართველოს თითოეული მოქალაქის პოზიციაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ჩვენი საზოგადოების კუთვნილება. ჩვენ ვიხდით ჩვენი გადასახადებით და ვინახავთ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ბუნებრივია, აქ უნდა იყოს გატარებული, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესი,“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

კომენტარის დატოვება