„არ შეიძლება მაუწყებელში იყოს ამდენი დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან“

გოგა კოხრეიძე

საზმაუს ბორდის წევრი

-არის მაუწყებელზე კარგი გადაცემები, მუშაობენ პროფესიონალები, მაგრამ მაინც არ აქვს რეიტინგი, ასე რომ შესაცვლელია რაღაცეები. პირველ რიგში მაუწყებლის ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს პრინციპული გადაწყვეტილების მიღება და ეს თვისება დავინახე მაღლაფერიძეში. როცა რაიმე პროცესი არსებობს, აუცილებელია გარდაქმნა.

არავინ არავის არ გაყრის, უბრალოდ შეიცვლება და მოხდება გადაჯგუფება. არ შეიძლება საზმაუში იყოს ამდენი დაჯგუფება, რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან. ყველაფერი უნდა განულდეს და ამ ადამიანებთან ერთად უნდა დავიწყოთ ახლის შენება”.

კომენტარის დატოვება