საკონცერტო დარბაზი Black sea arena დღეს სახელმწიფოს გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს დღეს ოზურგეთში ელოდებიან.

პრემიერი შეკვეთილში ულტრათანამედროვე საკონცერტო დარბაზის Black sea arena-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიას დაესწრება.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი, რომლის მშენებლობა “ქართუს” 200 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა,  8700-მდე სტუმრისთვისაა გათვლილი და სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.

კომენტარის დატოვება