„ინიციატივას თავისუფლების მოედანზე ქართულად დაიწეროს სიტყვა თავისუფლება მერია ეწინააღმდეგება“ (ვიდეო)

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის LLL პრეზიდენტი ბესიკ ადამია თბილისის მერს სთხოვს ნებართვას, თავისუფლების მოედანზე ქართულად დაიწეროს სიტყვა თავისუფლება, რაზეც ზურაბ წერეთლის თანხმობა აქვს.

ადამია ამბობს, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია ინიციატივას ეწინააღმდეგება და ბიძინა ივანიშვილს სთხოვს „რამდენიმე სიტყვა უთხრას ნარმანიას, რათა ის მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ქართულ საქმეს“.

ცნობისთვის, ამ ინიციატივის განხორციელებას ბესიკ ადამია უკვე წლებია ითხოვს. ის არაერთხელ მოხვდა უცხოური თუ ქართული მედიის ყურადღების ცენტრში.

წლები გადის, მოთხოვნა კი უცვლელია, თუმცა, როგორც თავად ამბობს-„დაღალა ხელისუფლებასთან ბრძოლამ, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს“.

ბესიკ ნარმანიამ თბილისის მერს და მთავრობას სხვადასხვა პრესკკლუბებიდან მიმართა.

კომენტარის დატოვება