მაღლაფერიძე: მინდა მოვსხიპო აჟიოტაჟი…

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სპეციალურ კონფერენციაზე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება საზოგადოების ჩართულობა და „დღეიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მისი თქმით, გადაცემების და თანამშრომლების გათავისუფლება არ იგეგმება.

“დასაწყისშივე მინდა მოვსხიპო ის აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ. ან თითქოს რაღაცეების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს , არც სურვილი გვაქვს და რაც მთავარია არანაირი კანონმდებლობიდან გამომდინარე ამის უფლება-მოსილება არ გვაქვს. ყველას ვთხოვ, ამ თემაზე სპეკულაციას თავი დავანებოთ. ბევრად მნიშვნელოვან ამბებზე გვაქვს საუბარი. როგორი საზოგადოებრივი მაუწყებელი გვინდა”- განაცხადა მაღლაფერიძემ.

კომენტარის დატოვება