„თუ მიჩივლებენ, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მათი მხრიდან ჩემთვის სასარგებლო“

რამდენიმე დღის წინ „უფლებადამცველთა სახლის“ ხელმძღვანელის მამუკა ტუსკაძის მიერ ბრიფინგზე  თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურისადმი გაჟღერებულმა ბრალდებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია.

იხ.

https://www.gmtv.ge/36545-2/

გახსოვთ ისიც, რომ კომენტარისთვის დაკავშირებულმა თიანეთის საკრებულომ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულა და კომენტარზე უარი გვითხრა.

იხ.

https://www.gmtv.ge/36559-2/

 

სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ყველა მხარის ამომწურავი კომენტარის მკითხველისადმი მიწოდებას, დღეს უფლებადამცველ მამუკა ტუსკაძეს და თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარეს გავესაუბრეთ.

ორივე მხარის კომენტარებამდე გთავაზობთ დოკუმენტებს, რომელიც ორივე მხარემ მოგვაწოდა.

თიანეთის საკრებულო აცხადებს, რომ გიორგი წოწკოლაური არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არც ნარკოტიკებთან ჰქონია შეხება.

მამუკა ტუსკაძის მიერ მოწოდებული დოკუმენტები.

ტუსკაძის ჩაწერის შემდეგ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუკავშირდით თიანეთის საკრებულოს. როგორც ჩვენთან საუბარში პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა განაცხადა, ისინი მოისმენენ ტუსკაძის არგუმენტებს, ასევე ნახავენ ჩვენს მიერ მიწოდებული საქმის ნომერს და პირველივე სამუშაო დღეს გააკეთებენ კომენტარს.

თიანეთის საკრებულოს პრეს-ცენტრის მიერ მოწოდებულ ვრცელ კომენტარს მიღებისთანავე გავასაჯაროვებთ.