ნამდვილი ქართული, ჯანსაღი პროდუქტი ფერმერი ქალებისგან – ძლიერი ქალი (ვიდეო)

ფერმერ ქალთა ასოციაციამ მომხმარებელთა თხოვნით კაფე „კალიფსოში“ განმეორებით გამართა საახალწლო ბაზრობა. ამ დღეს უკვე წარმოდგენილ ფერმერებს ახლებიც შეემატნენ და კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზეს მომხმარებელს.

ფერმერ ქალებს მხარდაჭერა გამოუხატეს საკრებულოს დეპუტატებმა დავით უთმელიძემ და ლადო ძნელაძემ. ისინი დიდი შთაბეჭდილებით წავიდნენ გამოფენიდან და შენაძენიც გააკეთეს.

ფესტივალს ესწრებოდა ,,ქალები საქართველოსთვის და ,,სამოქალაქო პლატფორმა -ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე, რომლის თქმით დღეს მნიშვნელოვანია ქალების ეკონომიკური გაძლიერება.

ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირინა ფხოველიშვილის თქმით, ასეთი ბაზრობები სულ მალე უფრო მაშტაბურ სახეს შეიძენს, რაც დიდი მხარდაჭერა იქნება მეწარმე ქალბატონებისათვის.