აქციზებთან დაკავშირებით იმ ნაწილს შევეხები, რომელზეც არც ერთი ექსპერტი არ საუბრობს

მთავრობის გადაწყვეტილებას აქციზების გაზრდასთან დაკავშირებით ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დავით ნებიერიძე ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებენ ქვეყნის ისედაც გავერანებულ ეკონომიკას.

-„აქტიური დისკუსიები დაიწყეს ქოც ლიდერებმა აქციზების გაზრდაზე. დროს არ წაგართმევთ შედეგების სრული სპექტრის განხილვით. მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მაინც შევეხები, რომელზეც აბსოლუტურად არც ერთი ექსპერტი არ საუბრობს. ხოლო ხელისუფლებამ საერთოდ არ იცის ეს თემა. არც განათლების კუთხით და არც გამოცდილების კუთხით:

აქციზების ღირებულებით ოპერირებას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი აქვს, რომელიც ბიზნესის უნივერსალურ თვისებას უკავშირდება – იშოვოს ფული უმოკლესი გზით. ამ თვისების გამო ბიზნესს ვერ დავადანაშაულებთ. ყველაფერი გარემოზეა დამოკიდებული. ზუსტად ეს ბიზნეს გარემო შეიძლება დაზარალდეს აქციზებით გაუმართლებელი ოპერირების შემთხვევაში. კერძოდ: თუ აქციზის ზომა იმდენად გაიზარდა, რომ რომ კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანა საკმაოდ რენტაბელური გახდა, მაშინ ამ პროცესებს ვეღარანაირი ძალოვანი სტრუქტურები ვერ აღუდგება წინ და კონტრაბანდული საქონელი გადაავსებს შიდა ბაზარს. ეს არა მარტო ბაზრის სიჯანსაღეს და ბიუჯეტს დააზარალებს, არამედ აქტიურად შეუწყობს ხელს კორუფციის კიდევ უფრო გაზრდას და დანაშაულის ზრდას.

ასევე კატასტროფული ვითარება შეექმნებათ ადგილობრივ მწარმოებლებს და აქციზები კვლავ შესამცირებელი გახდება. მაგრამ ადგილობრივ მწარმოებლებს ეს ვეღარ უშველის. შესაბამისად გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებენ ქვეყნის ისედაც გავერანებულ ეკონომიკას.

მაგალითისთვის შორს წასვლა არ გვჭირდება. ანალოგიურ ფაქტს ადგილი ქონდა 2005 წელს(თუ არ მეშლება) როდესაც სიგარეტზე აქციზის ღირებულების გაუმართლებელი ოდენობით გაზრდამ წაახალისა სიგარეტის კონტრაბანდა და ვერაფერი მოუხერხეთ ამ პრობლემას სანამ არ შევამცირეთ აქციზის ღირებულება.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: დარწმუნებული ვარ, რომ საქმე მთავრობის უცოდინარობასთან კი არა, არამედ მიზანმიმართულ მავნებლობასთან გვაქვს და ეკონომიკური პრობლემების გაზრდის პირველწყარო პოლიტიკურ სიბრტყეშია. ყველაფერი კრემლის გეგმით მიდის. ძლიერი საქართველო მთლიანად ანგრევს “რუსული სამყაროს” პროექტს და ამცირებს ივანიშვილის ძალაუფლებას,  ამიტომ პირველხარისხოვანია 90-იან წლებს დაუბრუნონ ჩვენი ქვეყანა და პროდუქტად მიიღონ აბსოლუტურად გაბანძებული ქართველი და მორჩილი ამომრჩეველი. რომლის ყიდვა ძალიან იაფად შეიძლება”.

კომენტარის დატოვება