ეროვნული არმიის მთავარსარდალმა ხალიფა ჰაფტარმა , ლიბიაში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა

მარიამ ახალკაცი

ლიბიის ეროვნული არმიის მთავარსარდალმა ხალიფა ჰაფტარმა, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

ჰაფტარმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალური ტრიპოლის მოთხოვნით, თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში ჯარის გაგზავნას მხარი დაუჭირა.

თურქეთის ჯარების ლიბიაში გაგზავნის გამო, ქალაქ ბენღაზიში კი, მასშტაბური აქციები იმართება. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ლიბიაში თურქეთის ინტერვენციას არ დაუშვებენ. ისინი მთავრობისგან გადაწყვეტილების უკან წაღებას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წელს, მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორმმართველობა ჩამოყალიბდა.