პაკისტანში ახალ ამბებს ტრანსგენდერი ქალი წაიყვანს

21 წლის მარვია მალიკი პირველი ტრანსგენდერი იქნება, რომელიც პაკისტანში ახალი ამბების გამოშვებას გაუძღვება. ინფორმაციას  CNN-ი  ავრცელებს.

მალიკი ეთერში პირველად 23 მარტს გამოჩნდა და ფაქტს პაკისტანში სოციალური ქსელების მომხმარებელთა მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში 10 ათასი ტრანსგენდერი ცხოვრობს. პაკისტანის მოსახლეობის რაოდენობა 200 მილიონამდეა.