დავით აღმაშენებლის ხსენების დღე სკოლა „ლამპარში“ ღონისძიებით აღნიშნეს

8 თებერვალს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლა „ლამპარში“ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა სკოლის დირექტორი თეიმურაზ მენაფირე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დავითობა მიულოცა, მოსწავლეებს კი წარმატებები და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

 

-“დღეს მნიშვნელოვანი დღა, ჩვენი თაობის ახალგაზრდები კარგად უნდა ვითავისებდეთ სახოვანი წინაპრების ისტორიას, ქართველ ერს თავის წიაღში ბევრი სასიქადულო მამულიშვილი უშვია და აღუზრდია, საქართველო დღემდე მათი სახოვანი ისტორიით მოვიდა. მეფე დავითი კი ის ქართველია რომლის სახელსაც, მთელი მსოფლიო იცნობს, მისი როგორც ჯარების სარდლის სტრატეგიას ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტში ასწავლიან სამხედრო ფაკულტეტებზე. ჩვენი ვალია კიდევ უფრო კარგად ვისწავლოთ მისი ბიოგრაფია, მის მიერ გადატანილი ბრძოლების ისტორია. გავუფრთხილდეთ დღევანდელ საქართველოს, ჩვენს ქალაქს, ჩვენს სასწავლებელს რომელიც თავის დროზე ჭეშმარიტმა მამულიშვილმა მეფე დავითის მოსახელემ დავით მენაფირემ დაარსა. მამულიშვილური განწყობით იხწვოდა და მუშაობდა ბატონი დავითი, ღირსეული მომავალი თაობების აღსაზრდელად. ჩვენ მის მიერ დაარსებულ სასწავლებელში ვმოღვაწეობთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ბატონი დავითის პათოსი: „ვაშენოთ ჩვენი ტაძარი ქვაზე, ბნელში მყოფთ კვლავაც აღვუნთოთ კვარი, და მიგვიძღვოდეს ეკლიან გზაზა წმინდა გიორგი და ნინოს ჯვარი! „ გილოცავთ დღესასწაულს და ერთიან, ძლიერ, ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!”

ღონისძიების მსვლელობისას თეიმურაზ მენაფირემ “კინგსის“ ოლიმპაადაზე გამარჯვებული სკოლის ბავშვები დააჯილდავა და წარმატება უსრვა მათ!

კომენტარის დატოვება