“ჩვენ ძალიან ვამაყობთ, ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია“

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “წარმატებულ ოპერაციას“ უწოდებს ავღანეთში უზარმაზარი ბომბის ჩამოგდებას. ამის შესახებ გამოცემა Independent იტყობინება.

„ჩვენ გვყავს ბრწყინვალე მეთაურები და ბრწყინვალე არმია. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. ეს იყო კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია“ – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან.

თავის კომენტარებში ის კიდევ ერთხელ გადაწვდა წინა ადმინისტრაციას და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელი სხვაობაა უკანასკნელ სამ კვირასთან ის, რაც ხდებოდა ბოლო ცხრა წლის განმავლობაში. 

უფრო კონკრეტულად კი ტრამპი ამაყობს აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში GBU-43/B მასიური საარტილერიო საჰაერო ბომბის (MOAB) ადგილობირივი დროით ხუთშაბათს, 7 საათზე ჩამოაგდებით.

ოფიციალური ინფორმაციით, ბომბი განკუთვნილი იყო ISIS-ის წევრებისა და გვირაბების განადგურებისთვის.