“საზიზღარი საქციელი” – ლავროვის ვიზიტის შეფასება

საზიზღარი საქციელი – ამ სიტყვებით აფასებენ მმართველ გუნდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ე.წ. სამუშაო ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში. უმრავლესობაში სერგეი ლავროვის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოს სუვერენიტეტის შელახვას უწოდებენ და განმარტავენ, რომ საპასუხოდ ხელისუფლება რუსეთის მიმართ საერთშორისო ზეწოლას გააძლიერებს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიული ნაბიჯები სწორედ ხელისუფლების უმოქმედობის გამოხატულებაა.

რუსეთის პირველი დიპლომატი ოკუპირებულ აფხაზეთში 18 აპრილს ჩავა, სადაც მონაწილეობას მიიღებს რუსეთის საელჩოს საზეიმო გახსნაში. 19 აპრილს კი ლავროვი დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.