კახა ძაგანია ამომრჩეველს მიმართავს

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” იუწყება, რომ პაატა ბურჭულაძე მიხაილოვის თეატრის საოპერო დასს უხელმძღვანელებს. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია მათ თეატრის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

ამ პოსტს ბურჭულაძე 2017 წლის 1 ივლისიდან დაიკავებს, ხოლო 18 აპრილს მას თეატრში წარადგენენ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტზე.

მიხაილოვის თეატრში ბურჭულაძე არა მხოლოდ საოპერო ჯგუფს უხელმძღვანელებს, არამედ ექნება გამოსვლები, როგორც ვოკალისტსაც.

ამ ინფორმაციას “მემარცხენე ალიანსის” ლიდერი კახა ძაგანია ეხმიანება და აცხადებს:

-“ჭკუა ვერ ვისწავლეთ, ამდენჯერ ერთიდაიგივე შეცდომების დაშვება უბრალოდ არ შეიძლება, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს ხმები დააკარგინეს, ხოლო პაატას ფული აშოვნინეს. როგორი ხბოს აღტაცებით შეხვდა ქართული საზოგადოების ნაწილი ქართველი ბანის პოლიტიკაში შემოსვლას, თითქოს ლეხ ვალენსა და რონალდ რეიგანი გაერთიანებული იყო პაატას პოლიტიკურ სხეულში…. ამ დროს ლიდერს ერთი სული ჰქონდა არჩევნები დროზე დასრულებულიყო და გასცლოდა ამ პროცესს.

ცოტა ხანში გვიახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, მივმართავ ამომრჩეველს – ჩემი რჩევაა, ეხლა მაინც აღარ ჩაატაროთ პოლიტიკური ექსპერიმენტი, ამდენი იმედგაცრუებით თქვენი თავი მაინც არ გეცოდებათ?