გათავისუფლების ერთადერთი შანსი არჩევნებია – მიხეილ სააკაშვილის მოწოდება

მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოსახლეობას 30 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდებს. მსამე პრეზიდენტის გზავნილი საპატიმროდან მისმა თანაგუნდელმა და სენაკის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა კობა ნაყოფიამ გამოიტანა. მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ქვეყნის და მისი გათვაისუფლების ერთადერთი გზა არცევნებში გაამრჯვებაზე გადის.

,,ან მოუწოდა ყველას აბსოლუტურად, უკლებლივ ყველას, რომ ერთადერთი შანსი, ერთადერთი შესაძლებლობა მისი თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების არის მხოლოდ და მხოლოდ 30 ოქტომბრის არჩევნები. მოუწოდა ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიურები იყვნენ და მივიდნენ არჩევნებზე. არჩევნებზე მისული დიდი რაოდენობის ამომრჩეველი არის გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ტოტალურ გაყალბებას ვერ შეძლებს და ყველა იმ ქალაქში, სადაც ტარდება მეორე ტური, გაიმარჯვებს ოპოზიციის კანდიდატი. მისი მთავარი მოწოდება არის ეს და ის ხედავს, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ის იყოს თავისუფალი, ქვეყანა იყოს თავისუფალი, დაიწყოს ფუნდამენტური ცვლილებები და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება.

განსაკუთრებით მან თხოვა ახალგაზრდებს, რომ დაიწყონ ოპოზიციის ოფისებში მისვლა მოხალისეებად, ჩაეწერონ მოხალისეების რიგებში, რომ 30 ოქტომბერს იაქტიურონ და არ მისცენ ხელისუფლებას გაყალებების არც ერთი შანსი. მიაჩნია, რომ ახალგაზრდების როლი ასეთ დახმარებაში არის ძალიან მაღალი და ყველა ახალგაზრდას პირადად სთხოვა მოხალისეებად მობრძანდნენ ოპოზიციის ოფისებში და 30 ოქტომბერს დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, რომ ვერ შეძლოს “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა გაყალბება, – თქვა კობა ნაყოფიამ.