ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი საზმაუს ჟურნალისტებს თანადგომას უცხადებს და იურიდიულ მომსახურეობას სთავაზობს

“საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტებს  თანადგომას უცხადებს და იურიდიულ მომსახურეობას სთავაზობს-ამბობს უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

-„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი გამოთქვას აღშფოთებას საზოგადოებრივი ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენების გამო და მიგვაჩნია, რომ თავისუფალი მედია და ჟურნალისტის უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია, რომლის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ისე სხვადასხვა სოციალური ჯგუფები და იმედია, რომ თავად ხელისუფლებასაც ესმის, რომ თუ გვსურს ქვეყანაში დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დამკვიდრება უმნიშვნელოვანესია მედიის განვითარების ხელშეწყობა და თითეული ჟურნალისტის უფლებების დაცვა, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტებს უცხადებს თანადგომას და სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურეობას.

მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ საკონტაქტო ტელეფონის ნომრებზე;

593 949843 -გიორგი თევზაძე   599291768 ელგუჯა ჩხაიძე გამგეობის წევრი

მსურველებს კონსულტაციებს და იურიდიულ და ხმარებას პროფესიონალი ადვოკატები გაუწევენ“-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება