„შინაური ცხოველი“, ექიმის შოკისმომგვრელი პასუხი და გასათვალისწინებელი მორალი…

ინდოელ ქალს საკმაოდ უცნაური ახირება ჰქონდა, ის ზრდიდა 4 მეტრიან პითონს და შინაურ ცხოველად ჰყავდა. ქალს გველი ისე უყვარდა, რომ ღამე მასთან ერთად ეძინა. ბოლო 2 კვირის მანძილზე ქალმა ნახა, რომ პითონი საჭმელს არ ეკარებოდა, რა არ სცადა და რომ არაფერი გამოუვიდა, ვეტერინართან წაიყვანა. ექიმმა მოუსმინა და ჰკითხა

-იმის წინ, რაც ჭამა მიატოვა, ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ ჯერ წრეს შემოგარტყამთ, მერე გასწორებული დაწვება და გიყურებთ?

-კი, კი, ასე მგონია რაღაცას მთხოვს.

ექიმის პასუხი ქალისთვის შოკის მომგვრელი იყო:

-ქალბატონო, ის ემზადება თქვენს შესაჭმელად! გზომავთ და გაკვირდებათ, რომ თავს დაგესხათ, არ ჭამს იმიტომ, რომ კუჭში ადგილს ითავისუფლებს ახალი მსხვერპლისთვის.

ქალს გული წაუვიდა. გონს მოსვლის შემდეგ გველის დატოვებაზე უარი განაცხადა და ისევ სახლში წაიყვანა „შინაური ცხოველი“

ეს ნამდვილი ისტორიაა, რომლისგანაც მორალიც შეიძლება გამოვიტანოთ

ყველა ახლობელი ახლობელი და სანდო არ არის, ხვევნა-კოცნა ზოგჯერ ნიღაბია მზაკვრული ჩანაფიქრის დასაფარად.

 

კომენტარის დატოვება