გიორგი ლილუაშვილი: დაიცავით ქართული ენა!

ეროვნული აკადემიის ვიცე პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და სახელმწიფო ენის დაცვის დაცვის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.

-“მოვითხოვთ გარე სარეკლამო წარწერები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაკეთდეს ქართულ ენაზე, ხოლო უცხოელი ტურისტებისათვის მეტი გიდები დასაქმდეს.

სამწუხაროა როდესაც დედაქალაქის მთავარ მოედანზე ჭარბობს ლათინური დამწერლობის სარეკლამო წარწერები ხოლო ქართული ენა ფაქტიურად იგნორირებულია. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა ტურისტულ და გასართობ დაწესებულებებში, დედაქალაქში ერთერთ მთავარ გასართობ და დასასვენებელ მთაწმინდის პარკში ასასვლელ ისტორიულ ფუნიკულიორის  ვაგონზეც კი ლათინური წარწერა TBILISI ამშვენებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სასტუმროების, “ჰოსტელების”, რესტორნების, ბარების, სწრაფი კვების, ბენზინ და გაზ გასამართი, საზოგადოებრივ და ტურისტული ტრანსპორტის და სხვა კომერციული და გასართობ დაწესებულებების სარეკლამო წარწერებზე.

ტურისტებისათვის კი გაიზარდოს გიდების სამსახურები რაოდენობა და მეტი საქართველოს მოქალაქე დასაქმდება!

ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას არა ერთი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა, დღეს კი ჩვენივე ხელით საკუთარ დამწერლობაზე უარს ვაცხადებთ.

განა რა გახდა დედაქალაქის მთავარ მოედანზე, თავისუფლების მოედნად წოდებულზე ქართული სიტყვა თავისუფლება ამოტვიფრულიყო ან მშვიდობის ხიდზე ქართული ასოებით თვალსაჩინოდ მშვიდობა დაგვეწერა, რაც ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის  სიმბოლოდ იქცეოდა“.

 

კომენტარის დატოვება