ძიძიგურს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო არის მოსწონს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭო „არის გადმონაშთი საპრეზიდენტო მმართველობისა, რომელშიც ვიყავით წინა ცვლილებებამდე“.

„დღევანდელი საკონსტიტუციო ვერსია ვერავინ ვერ მეტყვის რომ ან საპარლამენტოა ან საპრეზიდენტოა. ეს არის რაღაცა ტიპის დომხალი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება. უშიშროების საბჭო თავისი ფუნქციებით, რომელიც დღეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი არის გადმონაშთი საპრეზიდენტო მმართველობისა, რომელშიც ვიყავით წინა ცვლილებებამდე“-აცხადებს  ძიძიგური.

საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებსა და მისი არჩევის წესის შესახებ მსჯელობდნენ და ერთ-ერთი განსახილველი თემა პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციონირება იყო.