კახა შამათავა: დიდი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი „ოცნებას“ დევნილებთან!

შესაძლოა, დღეს, ,,ქართული ოცნების” ოფისში, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს. პარტიის ლიდერები, სიის ხვალიდნელი პრეზენტაციის წინ საბოლოოო კონსულტაციებს მართავენ.

,,ქართული ოცნების” ახალი სახეების და რამდენიმე მაჟორიტარის წარდგენა ხვალ, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში მოხდება.

სიის წარდგენას არასამთავრობო ორგანიზაციის „გზა აფხაზეთისკენ“ დამფუძნებელი კახა შამათავა ეხმიანება და იმედს იტოვებს, რომ იმ სიაში დევნილი საზოგადოების წევრები წელს მაინც მოხვდებიან, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ „რაც არ გააკეთა 2012 წელს ოცნებამ,ახლა რატომ გააკეთებს“.

-„დევნილი საზოგადოების წევრები თუ იქნებიან სიაში ან მაჟორიტარებად წარდგენილი ესაა საინტერესო,ესეც ნახევარი საქმეა,მთავარია დევნილი საზოგადოებისთვის მისაღები ადამიანები იყვნენ,პრინციპში რაც არ გააკეთა 2012 წელს ოცნებამ,ახლა რატომ გააკეთებს?!.

წარმოიდგინეთ ხელისუფლებების დამოკიდებულება დევნილი საზოგადოების მიმართ,300 000 დევნილი, რომელსაც არ ჰყავს თავისი(დევნილი) წარმომადგენელი პარლამენტში.

დაველოდოთ, დიდი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ოცნებას დევნილებთან“-აცხადებს შამათავა.

კომენტარის დატოვება