“რუსთავი2”-ის მხარდამჭერი აქციისთვის მზადება დაიწყო

პარლამენტთან  “რუსთავი2″-ის მხარდამჭერი აქციისთვის უკვე დამონტაჟებულია სპეციალური სცენა, სადაც გამომსვლელები აქციაზე მისულ საზოგადოებას მიმართავენ.

ქუჩებში კი დადიან მანქანები, რომლებსაც აქვთ დროშები ტელეკომპანიის ლოგოთი.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან სამის ნახევარზე შეიკრიბებიან. როგორც უკვე ცნობილია, რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციას ოპოზიცია და არასამტავრობო ორგანიზაციები უერთდებიან.