„მირჩევნია ვიშიმშილო და ამ როლზე უარი ვთქვა“

„მირჩევნია ვიშიმშილო და ამ როლზე უარი ვთქვა, არა ომს და არა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას!“.

ყოფილმა სპორტსმენმა, ახლა კი მსახიობმა ტაკტაროვმა, ჰოლივუდში ფილმის გადაღებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, „უნდა შეესრულებინა ცივსისხლიანი სეპარატისტის როლი, რომელიც უკრაინის სოფლებში მოსახლეობას ხოცავს“.

მსახიობმა პროდიუსერებს განუცხადა:

-„მირჩევნია ვიშიმშილო და ამ როლზე უარი ვთქვა, არა ომს და არა მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვას!“.

მსახიობის თქბით, ფილმის გმირი არა მარტო უკრაინელებს ხოცავს, არამედ ჩამოგდებული ამერიკული თვითმფრინავის პილოტებს, ძალადობა კი მისთვის მიუღებელია. ტაკტაროვი ჰოლივუდში საკმაოდ ცნობილი მსახიობის და არა ერთ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.