„თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერი…

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ ან „თვითმფრინავის ბიჭები“ — 1983 წლის 18-19 ნოემბერი.

თვითმფრინავის ბიჭები – ასე უწოდეს იმ ადამიანებს, ვინც თვითმფრინავის გატაცებით სცადა საბჭოთა ტერორისაგან თავის დაღწევა.
თვითმფრინავის გატაცებაში სულ შვიდი ადამიანი მონაწილეობდა – გეგა კობახიძე, თინა ფეტვიაშვილი, სოსო წერეთელი, დავით მიქაბერიძე, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე.


ერთ-ერთი მათგანი 21 წლის გეგა კობახიძე იყო. ის 1961 წლის 6 ივნისს დაიბადა და ცნობილი კინორეჟისორის, მიხეილ კობახიძისა და მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ერთადერთი ვაჟი იყო. უყვარდა კინო, თეატრი, ხატვა, მუდმივად მეგობრების გარემოცვაში ყოფნა.
თინა ფეტვიაშვილი -გეგას მეუღლე – სამხატვრო აკადემიის სტუდენტი
დათო მიქაბერიძე პროფესიით მხატვარი იყო.
სოსო წერეთელი პროფესიით მხატვარი გეგას მეჯვარე და ილია II–ის ერთ–ერთი პირველი სტიქაროსანი იყო
კახა და პაატა ივერიელები– ექიმები
გია ტაბიძე -მხატვარი
გეგამ და მისმა მეგობრებს ლვოვის ქუჩაზე ბინა ჰქონდათ ნაქირაევბი, სადაც ხშირად იკრიბებოდნენ. გეგასა და მის მეგობრებს ამ ბინაში , ჰქონდათ დისკუსიები ხელოვნებაზე, მოკლედ, ეს ბინა მათთვის ერთგვარ ინტელექტუალურ თავშესაფარს წამოადგენდა იმდორინდელ თბილისში.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ადამიანი, სასულიერო პირი, მამა თეოდორე, იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე. იგი 1983 წლის 2 თებერვალს აიყვანეს ანტისაბჭოური ტერორისტული ჯგუფის იდეური მხარდაჭერისათვის და შემდეგ ამ ბიჭებთან ერთად დახვრიტეს
მამა თევდორეს პიროვნების უკეთ გასაგებად თვითონ მისი სიტყვები მოვიშველიოთ : „თხუთმეტი წლის ასაკიდან გული მქონდა აცრუებული ჩვენს ხელისუფლებაზე. ვიყავი ჰიპების პრეზიდენტი და მილიციაში წამიყვანეს და მცემეს, დღემდე არ ვიცი, რატომ… თხუთმეტი წლისას მომინდა ინდოეთში წასვლა. მაგრამ მერე ცოლი მოვიყვანე… ”
გაქცევის რამდენიმე გეგმა არსებობდა, თუმცა მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ყველაზე უსაფრთხო მაინც თვითმფრინავის გატაცება იქნებოდა. მათ ბოლომდე არ ჰქონდათ წარმოდგენა საბჭოთა ხელისუფლების სისასტიკეზე, ამიტომაც სჯეროდათ, რომ მთავრობა საშუალებას მისცემდათ, თვითმფრინავი თურქეთის აეროპორტში დაესვათ, საჭოთა მგზავრებს კი, რომლებსაც მანამდე გაზით გააბრუებდნენ, მთავრობა უკან დააბრუნებდა. საჭირო იყო მხოლოდ იმის მოფიქრება, როგორ შეეტანათ თვითმფრინავში იარაღი. გაჩნდა რამდენიმე ვერსია. რაკი სასულიერო პირებს აეროპორტში ზოგჯერ არ ჩხრეკდნენ, იარაღი მამა თეოდორეს უნდა შეეტანა, იარაღის შეტანა შეეძლო საქორწილო კაბით გეგას მეუღლეს, თინა ფეტვიაშვილსაც. თუმცა, საბოლოო ჯამში, გამოჩნდა მესამე და ყველაზე საიმედო ვარიანტი, ვინმე ანა ვარსიმაშვილი, რომელიც აეროპორტის ვიპ-გასასვლელში მუშაობდა. მხოლოდ საჭირო იყო ამ ადამიანთან დაახლოება და მისი ნდობის მოპოვება. ამბობენ იმასაც, რომ ამ ანას გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა სოსო წერეთელთან (თუმცა ამ ფაქტს სოსოს დედა უარყოფს), რომელიც ცდილობდა საქმიდან გამომდინარე ანა სხვებთანაც დაეახლოვებინა. ამ მიზნით ის გეგასა და თინას ქორწილში დაპატიჟეს. ამ მიზნით შარდენის ქუჩაზე მას ჯერ სოსო შეხვდა, თუმცა უარი მიიღო, შემდეგ ანა ქორწილში თავად გეგამ დაპატიჟა. მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა მათი ჯვრისწერა და იმიტომ დავთანხმდიო, – წერს თავის ჩვენებაში ანა ვარსიმაშვილი. არსებოს ის მოსაზრებაც, რომ ანა მთავრობასთან თანამშრომლობდა და თვითმფრინავის ბიჭების გეგმები მან შესაბამის ორგანოებს აფრენამდე აცნობა. ის ფაქტი რომ საბჭოთა ხელისუფლებამ წინასწა იცოდა ამ ბიჭების გეგმების შესახებ რეალურია…
გამტაცებლებს, საბჭოთა ხელისუფლებამ თურქეთში გადასვლის ნება არ მისცა.. საგულისხმოა ის ფაქტი რომ თვითფრინავი რომელიც ბათუმისკენ მიფრინავდა მანევრი გააკეთა და უკან შემოტრიალდა ჩემი აზრით ეს ყველაფერი გაათვლილი იყო და პილოტმაც იცოდა ამის შესახებ რომ უკან უნდა შემოტრიალებულიყო ამ მოსაზრებას ამყრებს ის ფაქტიც რომ შავი ყუთის ჩანაწერში ბათუმში ცუდი ამინდის შესახებ არაფერი არ არის ნათქვამი..
სროლა პილოტის კაბინასთან დაიწყო,რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პირველი მსხვერპლი უდანაშაულო მგზავრი აღმოჩნდა, რომელიც გამტაცებლებს უშიშროების თანამშრომელი ეგონათ.
თვითრინავის თბილისში დაჯდომისთანავე მაშინდელმა “კა-გე-ბე”- მ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნა რასაც მგზაბრების მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა, დაიღუპა ერთი პილოტი
გია ტაბიძე ადგილზევე გარდაიცვალა, როგორც კი თვითმფრინავის შტურმანმა სროლა ატეხა. ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა სოსო წერეთელი, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დათო მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. ძმებ ივერიელებს, გეგა კობახიძესა და მამა თეოდორეს, რომელიც საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თინა ფეტვიაშვილსაც, რომელიც თვითმფრინავის გატაცებისას ფეხმძიმედ იყო. ციხეში თინას ძლიერმოქმედი პრეპარატები დაალევინეს, დილით გაღვიძებული სისხლდენით მიხვდა, რომ, როდესაც ეძინა, აბორტი გაუკეთეს..
ყველა მოწმე ერთხმად აღნიშნავდა, რომ თვითმფრინავში ყოფნისას მთელი ღამის განმავლობაში გეგა სავარძლიდან არ ამდგარა. მგზავრებს ამხნევებდა – პირობას გაძლევთ, თქვენ არც ერთი ჩვენგანი არ შეგეხებათო.
სიცოცხლის გაგრძელება მხოლოდ თინა ფეტვიაშვილმა შეძლო, რომელმაც მოგვიანებით თავი სამხატვრო აკადემიაში აღიდგინა და მსახიობ სოსო ლაღიძის შვილზე გათხოვდა. მისი მეუღლეც მხატვარია. ისინი დღეს საფრანგეთში ცხოვრობენ და 15 წლის შვილი ჰყავთ. თინა დღესაც დადის ნათელა მაჭავარიანის სანახავად და დღემდე არ ავიწყდება გეგას დაბადების დღე – 6 ივნისს
30 წელი გავიდა ამ ამბიდან და ჯერაც არ არის ცნობილი ყველა დეტალი ხოლო ის სასჯელი რომელიც ამ ბიჭებს გამოუტანეს ძაალიან მძიმეა იმის მიუხედავად რომ საზოგადოებაში განსხვავებული აზრია მე ეს ბიჭები გმირებად მიმაჩნია
ირაკლი ჩარკვიანის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი: ”თვითგანადგურების სურვილი ზოგს გვიან უჩნდება ზოგს ადრე. ნიჭიერ ადამიანს მალე მობეზრდა ერთ განზომილებაში ყოფნა და საკუთარი ინიციატივით დატოვა ის წარმოდენა, რასაც ჩვენ ცხოვრებას ვეძახით.

P. S. გეგას ადვოკატის, თემურ გვიშიანის განმარტებით, განაჩენი, თურმე, ჯერ მღვდელს გამოუტანეს. მან სიტყვა ითხოვა, კომუნისტების რეჟიმი შეაჩვენა და შემდეგ თქვა, – ეს ბავშვები მაინც შეიწყალეთო. დანარჩენებისთვის სიტყვის თქმის უფლება არ მიუციათ. ერთმანეთის მიყოლებით გაისმოდა ბრალდებულთა სახელები და გვარები და სასწრაფოდ გაჰყავდათ დარბაზიდან. დახვრეტას ციხის პროკურორი და ექიმი დასწრებიან. ყველა ერთ ოთახში დახვრიტეს, ერთმანეთის თვალწინ. როცა ჯერი გეგაზე მიდგა, იარაღში ტყვია გაიჭედა. გეგას უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: „სროლაც არ შეგიძლიათ, თქვენი!“

აღსანიშნავია რომ დატო ტურაშვილის წიგნი ”ჯინსების თაობა” თვითფრინავის ბიჭებს ეძღვნებათ.

jeansgeneration.wordpress.com