ზუსტად ერთი წლის წინ მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა

ზუსტად ერთი წლის წინ მარიამ მამადაშვილის სიმღერა „მზეო“ 2016 წლის საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

მარიამ მამადაშვილი — ქართველი ბავშვი მომღერალი. 2016 წლის 20 ნოემბერს, მალტის დედაქალაქ ვალეტაში, იგი გახდა საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებული, სადაც ის საქართველოს წარადგენდა სიმღერით „მზეო“. მარიამი ოთხი წლიდან მღერის. სწავლობდა „ბზიკების სტუდიაში“ და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში. 2015 წლიდან ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწავლობს ბროდვეის მეთოდურ აკადემიაში. საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამმა 239 ქულა მოიპოვა.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ამაღელვებელი დღე.