საერთო ძალებით უნდა შევძლოთ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა

ნანა ხომასურიძე

“წლები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები”, ჭრილობა კი რჩება, მოუშუშებელი ჭრილობა სამშობლოს მთლიანობის რღვევისა,მეგობარ-ნათესავთა გაუცხოებისა… ეს ყოველი მოგვიტანა წინა ხელისუფალთა უთავბოლო პოლიტიკამ. ნაცვლად მრავალ ერთა საუკუნოვანი მეგობრობისა და თანაცხოვრებისა,ამ შემთხვევაში ქართველთა,ოსთა და აფხაზთა ურთიერთპატივისა და მეგობრობის შენარჩუნებისა,აირჩიეს კომფრონტაციის გზა,რამაც მიგვიყვანა პოლიტიკურ კრახამდე! ყოველივე ამით კი დავზარალდით თვით ჩვენ,ეს სამი ერი, ომის ინიციატორებმა კი გვარიანად მოითბეს ხელი.

ხომ ცნობილია,რომ მღვრიე წყალში თევზს ადვილად იჭერენ?! ადვილია არამიზნობრივი ხარჯების ჩამოწერაც. რიგითი მოსახლეობა კი ვგოდებთ აუნაზღაურებელ დანაკარგს დაღუპულ ახლობლებს,დაკარგულ ტერიტორიებს,გაღმა დარჩენილ საყვარელ ადამიანებს,ცრემლით ვიხსენებთ ერთად ყოფნის დროს…ერთ ადგილას გაყინულნმა,გადაუჭრელმა პრობლემამ გახადა ახალი ძალების აუცილებლობისა,რომელიც პრობლემის გადაჭრას ეცდება სახალხო დიპლომატიის გზით და სიყვარულის ენით!

დღეს დროა  სახალხო დიპლომატიის მისიის შექმნისა, მხოლოდ ასე შევძლებთ გაღმა ნაპირზე დარჩენილი ძმების შემობრუნებას, ჩვენ ორივე მხარეს,გაღმაც და გამოღმაც ერთი მიწის შვილები ვართ!!!

მივმართავთ ყველას! ხელისუფლებას თუ ჯანსაღად მოაზროვნე პოლიტიკურ თუ არასამთავრობო ძალებს,საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს! ჩაერთოს ამ ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშნელოვან საქმეში,რათა საერთო ძალებით შევძლოთ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენა,რაც იქნება საწინდარი საქართველოს ტერიტორიის გამთლიანებისა!