ინაშვილი: მე მივდივარ საგარეჯოში მაჟორიტარად!

   “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საგარეჯოში იყრის.

-მე ვარ საარჩევნო სიაში და ამისთვის დიდი მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, მე კენჭს ვიყრუ საგარეჯოში, რომ ის წინა მოგება 8 ოქტომბერს დავაკანონო. მე მივდივარ საგარეჯოში მაჟორიტარად. ვინც უნდა ის იყოს კონკურენტი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ კონკურენტული ბრძოლა, საგარეჯომ უკვე გააკეთა თავისი არჩევანი და ირმა ინაშვილი აირჩია და დიდი მადლობა ამისთვის ჩემს საყვარელ საგარეჯოელებს. ვნახოთ რა იქნება, შუალედურ არჩევნებში ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ და ამჯერადაც გავიმარჯვებთ“-განცხადება ირმა ინაშვილმა  ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში.

კომენტარის დატოვება