მარინ ლე პენის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა

France 24-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიცია „ნაციონალური ფრონტის“ ოფისში, რომლის ლიდერი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენია ჩხრეკას ატარებს. ტელეკომპანიის თქმით, ჩხრეკა დაკავშირებულია ევტოფაპლამენტის ფინანსების გახარჯვასთან.

-„ეს არის მიზანმიმართული კამპანია, უნდათ ლე პენის რეპუტაციის შელახვა , რომელიც ყველა კანდიდატს უსწრებს რეიტინგებში“-აცხადებენ პარტიის წევრები.

პარტიის განცხადებით ასეთივე ჩხრეკა ადრეც ჩატარდა პარტიის შტაბ-ბინაში და ვერაფერი აღმოაჩინეს.