„რა გაფუჭდა იმით, რომ ერთი დღით გვიან გაკეთდა კომენტარი და არა იმ სეკუნდში, რაიმეს ხედავთ ამაში ძალიან პრობლემურს?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის თაობაზე გაკეთებულ განცხადებას-“ეს ასევე დაკავშირებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან იმ პირობებში, როდესაც არამარტო ცენტრალური აზია, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენებასაც აქტიურად ცდილობენ „ბოევიკები“, ექსტრემისტები, ტერორისტები და ნარკომოვაჭრეები. როცა დავალაგებთ სრულფასოვან ურთიერთობებს რუს და ქართველ სამართალდამცველ ორგანოებს შორის, ამ რისკების მინიმალიზებისთვის, ალბათ, შესაძლებელი იქნება საუბარი სავიზო რეჟიმის შემდგომ შემსუბუქებაზე” საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოყვნა საზოგადოებასა და ოპოზიციაში. მტავრობას ოპონენტები საპასუხო განცხადების დაგვიანებაში ადანაშაულებენ.

ერთ-ერთი მთავარი კითხვა სწორედ ეს იყო დასმული ზურაბ აბაშიძის მიმართაც-რატომ არ გაკეთდა მაშინვე შესაბამსი რეაგირება, რაზეც საქართველოს პრემიერ  მინისტრის სპეციალურმა  წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის  საკითხებში განაცხადა, რომ ერთი დღის დაგვიანებით კომენტარუს გაკეთებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს.

-„რა გაფუჭდა იმით, რომ ერთი დღით გვიან გაკეთდა და არა იმ წუთში, იმ სეკუნდში, რაიმეს ხედავთ ამაში ძალიან პრობლემურს? რაც შეეხება საფრთხეებს, თუ ასეთი რაღაც რეალურია,მაშინ  ამდენი ტურისტი საქართველოში არ გვეყოლებოდა. შარშან გვყავდა ტურისტების რეკორდული რაოდენობა, მათ შორის ბევრი იყო რუსეთიდან, ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენთან უსაფრთხოების ხარისხი მაღალია. ლავროვის სიტყვები არანაირად არ არის მართებული და ვერანაირად ვერ მივიღებთ. რანაირ სავიზო რეჟიმს აირჩევს რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის, ეს მათი გადასაწყვეტია.

2008 წლის ომზე კი საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ ეს იყო აგრესია, რასაც მოჰყვა ანექსია, თუმცა ისიც ცნობილია, რომ არც მაშინდელმა ხელისუფლებამ არ დააკლო არაფერი იმისთვის, რათა მომხდარიყო ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა უახლეს ისტორიაში.

საერთოდ  არ ვარ იმის მომხრე, რომ უცებ, გაუაზრებლად გააკეთო კომენტარი, ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წლის მერე, რომ დასათმობი აღარაფერი არ დარჩა“.