„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დევნილებო!“-პლაკატი თავისუფლების ქანდაკებაზე

NBC New York-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებაზე დღეს დილით გაჩნდა პლაკატი-„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დევნილებო!“.

სამართალდამცველები უკვე იძიებენ თუ ვინ გადმოფინა 6 მეტრის ბანერი და რატომ ვერ შენიშნა ეს ობიექტის დაცვამ, თუმცა სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ პასუხისმგებლობა Alt Statue of Liberty აიღო.

-„ჩვენ ჩვეულებრივი მოქალაქეები ვართ, რომლებსაც სწამთ ამერიკის და თვლიან, რომ რაღაც უნდა თქვან მასზე. ამერიკა-ეს არის თავისუფლების მაიაკი მსოფლიოში, რომელიც შექმნეს იმიგრანტებმა. გარჩევა რელიგიის ან ქვეყნების მდებარეობის მიხედვით ჩვენთვის და ნამდვილი ამერიკისთვის მიუღებელია“-აცხადებს აქაუნთის ადმინისტრატორი.