ტეტჩერის მერე მეორე ქალი ბრიტანეთის პრემიერად

დიდ ბრიტანეთს მეორე ქალი პრემიერი ეყოლება.

მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ, ტერეზა მეი მეორე ქალი იქნება, ვინც ბრიტანეთის პრემიერი გახდება.

დევიდ ქემერონს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი შეცვლის. ის მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ტერეზა მეის წინ რთული ამოცანა ელის – მან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან უნდა გაიყვანოს.

კომენტარის დატოვება