სამწუხაროდ, ოცნებას გაუჭირდება იმ შედეგის დადება, რასაც ელოდება

  მერაბ ღოღობერიძე საზოგადოებას კარგად ახსოვს ლევან ვარშალომიძის საქართველოში ჩამოსვლის დღიდან. ღოღობერიძემ მას ფეხსაცმელი ესროლა.

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე აცხადებს, რომ ხალხი დაიღალა ტყუილებით და პოლიტიკოსებს ახსენებს, რომ „დრონი მეფობენ!“

-„სამწუხაროდ, ქართულ ოცნებას გაუჭირდება იმ შედეგის დადება, რა შედეგსაც ელოდება.  მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ჯგუფები ამტკიცებენ -ყველაფერი კარგად არისო,  სამწუხაროდ მათი ნათქვამი დიდი ხანია რეალობას ასცდა.

მე შემოვლილი მაქვს რეგიონები, ქალაქები თუ სოფლები ვხედავ ხალხის განწყობას, პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა ლიდერსა თუ ახლად აღმოცენებულ სახეებს საზოგადოება  ნიჰილიზმით უყურებს.  კომუნიზმიდან მოყოლებულნი ზოგიერთნი დღესაც, 21-ე საუკუნეში დიდი დაპირებებით და უხვი სიტყვებით წარსდგებიან საზოგადოების წინაშე და მიდის „გარჩევა“  თუ ვინ იყო ყველაზე მაგარი, ვის უფრო დიდხანს ეჭირა ხელში დროშა ან უფრო მეტიც, ჯერ ხელისუფალში ჩანერგილი და შემდეგ პორტირებულნი სხვადასხვა პოლიტიკურ ფლანგზე გაშლილნი ცდილობენ კვლავ და კვლავ ადამიანების მოტყუებას დღეს კი იგივე მეთოდებით!

ვფიქრობ ამ ყველაფრის შემდგომ მოსაბეზრებელია ეგ ყველაფერი, არ შეიძლება ტყუილებით მართოთ ქვეყანა! ისე კი დავინახეთ და ვხედავთ, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი!“

ნუ მოინდომებთ მეფობას, გადმოდით რეალურ ცხოვრებაში და დააფასეთ გვერდით მყოფი საზოგადოება, დააფასეთ, თუ გინდათ რამე გამოგივიდეთ კიდევ!“-ამბობს ღოღობერიძე.

კომენტარის დატოვება