დეკანოზთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები 1 საათის დაგვიანებით მივლენ

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები 1 საათის დაგვიანებით მივლენ და ექსპერტიზის ნიმუშების აღება 16:00 საათზე დაიწყება.

მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება დეკანოზის დაკითხვა. ადვოკატების თქმით, მამა გიორგის ჩვენება მთლიანად შეცვლის იმ ვერსიას, რაც დღეისთვის არსებობს.