დეკანოზის ადვოკატებმა არ იციან ხვალ რომელ საათზე მოხდება დაკითხვა

პროკურატურის განცხადებით დაკავებული დეკანოზის დაკითხვა ორშაბათს, 27 თებერვალს მოხდება, თუმცა როგორც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, ჯერ ადვოკატებს პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია და არც საათი უთქვამთ რომელ საათზე მოხდება დაკითხვა.

ადვოკატმა „იმედის“ ეთერიდან მიმართა პროკურატურას და განიცხადა, რომ ადვოკატები ორშაბათს დილიდან ე.წ. მატროსოვის ციხესთან იქნებიან.