„დღევანდელი ხელისუფლების პირობებში გახსნილობა უსაფრთხოა“

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გააჩნია საიდან შეხედავ ეკლესიას, თუმცა ამბობს, რომ რთულია რაიმეს გაგება, რადგან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია.

-„არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, შეუძლებელია საბოლოო ჯამში დასკვნა გააკეთო, მაგრამ თუ ეკლესიას შეხედავ ისე, რომ ეკლესია ქრისტეს სახლია და მუდმივად მიმდინარეობს ბრძოლა, შეიძლება დავინახოთ უფრო ღრმა პრობლემა-ბრძოლა თავად ქრისტეს წინააღმდეგ და ნახეთ როგორ დაემთხვა დიდმარხვას. ამ დროს ბრძოლები იზრდება როგორც ეკლესიის, ისე მორწმუნეთა წინააღმდეგ, მაგრამ გადავიტანთ.

ბოროტის გეგმაა ეკლესიის სახელის გატეხვა და საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრება, ისტორიულად ერი და ბერი ერთად წყვეტდა საკითხებს და ახლა ვიღაცას უნდა მათ შორის განხეთქილება.

ეკლესიის ჩამოშლა არ მოხდება, რადგან ეკლესია ადამიანად მოსული ღმერთის ადამიანური ბუნებაა და ეკლესიის განადგურება შეუძლბელია, რა რა უქნეს ქრისტეს და აღდგა, ასე რომ ეკლესია დაუმარცხებელია. ახლა რაც ხდება ღვთისგან მოდის, რადგან ადამიანის თავიდანაც კი არც ერთი ღერი თმა არ ვარდება ქრისტეს გარეშე. ეს არის ქრისტიანული რწმენა.

დიდი მნიშვნელობა აქვს მოტივაციას-ჩვენ არ ვიცით ვინ რა მოტივით აკეთებს ამა თუ იმ მოქმედებას. კანონიკური დარღვევა აშკარად შეინიშნება, არის გახსნილობის პრობლემაც. გახსნილობა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საკმაოდ უსაფრთხოა და ადვილია.

ეკლესიაში ავტორიტეტი არ უნდა იყოს, აქ ავტორიტეტია ქრისტე. არამგონია გონიერ ხელისუფლებას აწყობდეს გაქუცმაცებული ეკლესია”.