“ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის საქმეზე“

ვანო მერაბიშვილის საქმეზე 8 მარტს სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაიმათება ზეპირი განხილვა, როგორც იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, იმიტომ რომ დიდი პალატა გადაწყვეტილებებს იღებს გაცილებით სწრაფად. თუმცა, წერილობითი და მოტივირებული გადაწვეტილება რამდენიმე  კვირაში ან თვეში ეცოდინება საზოგადოებას.

მინისტრის განცხადებით საქმეში სიახლეა.

-„ მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივდივართ სტრასბურგში როგორც მხარე მყარი არგუმენტებით და სიახლე არის ის, რომ რამდენიმე დღის წინ, მეორე მხარეს, ვანო მერბიშვილის მხარეს ოფიციალურად, მის სასარგებლოდ, ჩვენს საწინააღმდეგოდ, სტრასბურგში მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი და მან გააგზავნა მოწმის ჩვენება  ოთარ კახიძის ხელით, რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატია. ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ომბუდსმენი მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის საქმეზე“