მეტროპოლიტენის მგზავრებს საჩუქრად ,,ვეფხისტყაოსანი” დაურიგდათ

თბილისის მერიის კამპანია „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება.  მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარედ, ასევე მატარებლის მოსაცდელ ბაქანზე მგზავრებს საჩუქრად 6 სხვადასხვა გამომცემლობის 300 წიგნი გადაეცათ.

კამპანიის „ვკითხულობთ ტრანსპორტში“ ფარგლებში, რომლის მიზანიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა, მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს წიგნები საჩუქრად გადაეცემათ.

დღევანდელი აქციით,  დედაქალაქის მერია შეუერთდა ღონისძიებებს, რომლებიც, ლოზუნგით – „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს ეძღვნება.