„ივანიშვილი არის გარე ძალების მონა, ჩვენ კი მისი მილიარდების მძევალი“

პრეზიდენტობის კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი ამომრჩეველთან შეხვედრას განაგრძობს. კანდიდატი ამჯერად ქუთაისში, ე.წ. ნიკიას საბითუმო ბაზრობაზე იმყოფებოდა და ადგილობრივების პრობლემებს ისმენდა.

შაშიაშვილმა საარჩევნო პროგრამა დაარგია და ყველას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

-კარგად ვიყოთ, გავიმარჯვოთ და შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ. ივანიშვილი არის  გარე ძალების მონა, ჩვენ კი გავხდით მისი მილიარდების მძევალი. აუცილებელია სწორი და საზოგადოებაზე მორგებული პოლიტიკა და არა საკუთარ თავებსა და ჯიბეებზე, როგორც ეს უკვე წლებია ხდება.

ქვეყანაში პოლიტიკური მაფიაა, თუ ერთად დავდგებით დავამარცხებთ და ყველაფერს მოვერევით“-უთხრა ხალხს კანდიდატმა.

https://www.facebook.com/zaza.kvaraia/videos/714223202275057/