ჭიჭინაძე ტარიფების მატების პარალელურად საზოგადოების პროტესტს არ გამორიცხავს

სემეკის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ ბუნებრივ აირზე და ელექტრო ენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი გაიზარდოს. მის განცხადებას ოპოზიცია ეხმიანება და ტარიფების  ზრდას პროგნოზირებს.

ტარიფების მატების პარალელურად საზოგადოების პროტესტს არ გამორიცხავს ”საქართველოს პატრიოტების” წევრი დავით ჭიჭინაძე. 

ჭიჭინაძის თქმით, გადასახადების ზრდა ავტომატურად ნიშნავს „ქართული ოცნების“ დასასრულს.

„როგორც ფინანსთა სამინისტრო იძახის, მათ კურსი სჭირდებათ უბრალოდ ვალების მომსახურების თვალსაზრისით. თორემ ტარიფებთან ისინი ამას არ აკავშირებენ. მაგრამ ზოგადად, ლარის კურსი თუ გაიზრდება და ტარიფები თუ გაიზრდება „ქართული ოცნება“ ნამდვილად აღარ იქნება,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.