საატესტატო გამოცდები დასრულდა, შედეგი ისევ სავალალოა!

საატესტატო გამოცდები დასრულდა. შედეგები წელსაც არასახარბიელოა. როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა  მე–12 კლასის გამოცდებზე  11 000–მდე მოსწავლე ჩაიჭრა.

“დაახლოებით 11 000–მდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდებზე წელს ზღვარი ვერ გადალახა. მოსწავლეთა რაოდენობა 40–50 ათასამდე შუალედში იყო. ეს შედეგი არის დაახლოებით იგივე, რაც შარშან იყო. ბავშვებს ტექნიკური საგნები წელსაც უჭირთ” – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ზუსტ ციფრებსაც გაასაჯაროებენ.

ინფორმაციას ადასტურებს გამოცდების ეროვნული ცენტრიც. როგორც ირკვევა, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვინც საატესტატო გამოცდებზე ზღვარი ვერ გადალახა 11 ათასამდეა.