ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას  ავრცელებს.

​”საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის.

ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს.

მოგიწოდებთ ყველას, თავი შეიკავოთ სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისაგან”.