მოსამართლე მზია თოდუა იძებნება პარტიათა შემომწირველთა სიაში

”რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. დიდ პალატაში უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლე შედის, რომელთაგან ორის აცილება რუსთავი 2-ის ადვოკატებმა უკვე მოითხოვეს – საუბარია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე და ასევე მოსამართლე მზია თოდუაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით არჩევნების დროს პარტია „ქართული ოცნების“ შემწირველი იყო.

პარტიების შემოწირულობების ვებ-გვერდს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ შემომწირველთა სიაში ნამდვილად ფიგურირებს მზია თოდუა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ორჯერ შესწირა თანხა.

2012 წლის 21 ნოემბერს 14 000 ლარი და 2014 წლის 22 აპრილს 20 000 ლარი.

ვებ-გვერდზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ იხილონ თოდუას სამეწარმეო საქმიანობის შესახებაც. იხ. ლინკი

http://www.transparency.ge/politicaldonations/ge/entrepreneurial-activity/2508/24011956/2016

მიიღებს თუ არა დღეს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, ეს ჯერ კიდევ უცნობია.