რუსთავი 2-ის საგანგებო ბრიფინგი და გვარამიას შეთავაზება ხალვაშს

ნიკა გვარამია

საქართველოში ოფიციალურად დამყარდა დიქტატურა.დღეს ცხრავე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება და დამარხა დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და საკუთარი თავიც.

დღეს გამოცხადდა რუსთავი 2-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემის შესახებ. ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა და საქართველოს იმიჯი საერთაშორისო დონეზე შეილახა.

მიუხედავად იმისა, რომ არ მივიჩნევთ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერად, მაინც გადაწყვეტილებაა და ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ განცხადებას-რაკიღა ოფიციალურად დეკლარიებულია, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს, რაკიღა პირველის ეთერში ხალვაშმა განაცხადა,რომ მისთვის ტელეკომპანია არის მატერიალური დაინტერესება, ჩვენ, რუსთავი 2-ის გუნდი ვაცხადებთ-თუ არ გინდათ ამ ქვეყანაში ერთად აჟღერებული ყველა არხი, გადაეცით რუსთავი 2 იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან პროდუქტს. ხომ უნდა ხალვაშს ტელეკომპანიის გაყიდვა, ხომ უნდათ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება, ამ ადამიანებს გადაეცით ტელევიზია და ჩვენ დაგიკმაყოფილებთ ფინანსურ მოთხოვნილებას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, არ გავალთ ეთერიდან და არც არავის ვურჩევთ ეთერის გამორთვას.

ეს ადამიანები არ გაასხვისებენ ამ არხს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ბოლო სიტყვა-გადაეცით 100%-ანი წილი იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან პროდუქტს,  ახლა ბურთი თქვენს მოედანზეა, თქვენ დაუშვით შეცდომა და გთავაზობთ გამოსწორების გზას.