საქართველოს პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა „ქართულ ოცნება“ დატოვა

საქართველოს პარლამენტის ექვსმა დეპუტატმა „ქართულ ოცნება“ დატოვა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან გადადიან პარტიის მშენებლობის ეტაპზე. ისინი საქმიანობას დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ.